Jonas Kopp & Linkwood

  • JONAS KOPP: არგენტინული ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე გამორჩეული პროდიუსერი და DJ, რომელიც 19 წლის ასაკში პირველი რელიზის გამოშვებიდან მალევე იქცა ერთ-ერთ წამყვან არტისტად ტექნოს ჟანრში მსოფლიო მასშტაბით. თუმცა Kopp-ის, როგორც პროდიუსერის მუსიკალური პრეფერენციები არასოდეს ყოფილა სწორხაზოვანი - მისი დისკოგრაფია გამოირჩევა როგორც ჟანრობრივი, ასევე ლეიბლების მრავალფეროვნებით და მოიცავს Stroboscopic Artefacts, Ostgut Ton, Tresor Records, Ilian Tape და Traut Muzik-ს. მიუხედავად იმისა, რომ Kopp-ის სახელი მსოფლიოში ცნობილი კლუბებისა და ფესტივალების Headliner-ად გვხვდება, ის მშობლიური სცენის მთავარ გულშემატკივრად რჩება. მის მიერ 2008 წელს დაარსებული ლეიბლის Traut Muzik-ის საშუალებით Kopp-მა აღმოაჩინა და ხელი შეუწყო უამრავი ახალგაზრდა ადგილობრივი პროდიუსერის წარმატებას. აღსანიშნავია მისი სადებიუტო ალბომი Beyond The Hypnosis, რომელიც Tresor Records-ზე 2014 წელს გამოვიდა და მაქსიმალურად წარმოაჩენს Jonas Kopp-ის პროდიუსინგის მრავალმხრივობას ღრმა დაემოციური ემბიენტ და ტექნო ტრეკებით. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან ჰიპ-ჰოპ და R’n’B-ით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. LINKWOOD: ბრიტანელი DJ და პროდიუსერის Nick Moore-ს Lo-Fi / ჰაუს ჟღერადობის პროექტია. გამოშვებული აქვს ორი ალბომი სადებიუტო - System და Expressions, რომელმაც არტისტს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. მისი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე Firecracker Recordings, Shevchenko, Prime Numbers. HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტია, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ღამეების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ Slime Quest-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J Dilla -ს, Nujabes-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა, რაც მოგვიანებით Hamatsuki-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ - მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში Hamatsuki ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი. Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 20GEL Il Basket: 30GEL Door: 30 GEL
  • Jonas Kopp & Linkwood - Flyer front