Ilian Tape Night with Zenker Brothers, Skee Mask, Candy Pollard

  • ZENKER BROTHERS: მიუნხენელი Dario და Marco Zenker-ების ტექნო დუო, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, დღესდღეისობით ყველაზე წარმატებული და გამორჩეული არტისტების სიაშია. დამაიმედებელი და შთამბეჭდავი სოლო კარიერის და სტუდიური ჩანაწერების პარალელურად, 2007 წელს, მათ ლეიბლი Ilian tape დააარსეს, ლეიბლმა მალევე ჩამოაყალიბა საკუთარი ჟღერადობა, რომლის მთავარი კონცეფციაც იმაში მდგომარეობს, რომ სუფთა, იდეალურ ჩანაწერებზე მნიშვნელოვანი მუსიკაში ადამიანის ემოციების ფაქტორია. Ilian tape-ზე ისეთი არტისტები გამოიცემიან, როგორიც არის: Jonas kopp, Skee Mask, Andrea, Stenny და ა.შ 2015 წელს Ilian tape -ზე მათი ძმების სადებიუტო ალბომი Immersion გამოვიდა. რომელიც მათთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. Zenker brothers-ის შემოქმედებაში კარგად იკითხება ერთდროულად დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის, დაბის და ჰიპ-ჰოპის გავლენა. ◣ https://soundcloud.com/ilian-tape SKEE MASK: პროდიუსერი და DJ მიუნხენიდან. მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია, ინსპირაციას კი განსხვავებული მუსიკალური ჟანრები წარმოადგენს. არტისტის ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე ისეთმა საკულტო ტექნო ლეიბლებმა მოახდინეს გავლენა, როგორიც არის: Chain Reaction, Warp Records, Counterbalance. 2014 წელს Ilian Tape-ზე მისი სადებიუტო EP -Serum გამოიცა, რასაც მოჰყვა საკმაოდ წარმატებული რელიზი Junt. Skee Mask-ის პირველი ალბომი Shred ასევე ძმები Zenker- ების ლეიბლს ეკუთვნის და 2016 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერსო და აღიარებულ ჩანაწერს წარმოადგენს. მისი სეტები ტექნო, ემბიენტ და ექსპერიმენტული ჟღერადობით ხასიათდება. Candy Pollard: იგივე STEFFEN STÖRMER, გერმანელი DJ, ღამეების სერიის WHO THE FUCK? რეზიდენტი. NDRX: პროექტის Stare At DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. Ambient, Experimental, Electro, Drum N Bass, Techno – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.