Hessle Audio Night with Ben UFO, Pearson Sound, Pangaea

  • Ben UFO: იგივე Ben Thomson, როგორც Resident Advisor წერს: “ბრიტანეთში განსაკუთრებულად რთულია მიაღწიო პოპულარობას ბექგრაუნდის და საკუთარი ფროდაქშენის გარეშე, თუმცა ბენ უფომ, როგორც საუკეთესო სელექტორმა, მაღალი რეპუტაციის მოპოვება მოახერხა.” მის სეტებში იგრძნობა ანდერგრაუნდ მუსიკის ღრმა ცოდნა. მისი ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში დამწყები პროდიუსერების წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ Ben UFO-მ გააცნო პირველად მსმენელს ისეთი არტისტები, როგორებიც არიან თანამედროვე ბრიტანული სცენის მთავარი ფიგურები: Blawan და Joy Orbison. PEARSON SOUND: ბრიტანელი DJ და პროდიუსერის David Kennedy-ს ტექნო პროექტია, რომელსაც ასევე დაბ ჟღერადობის - Ramadanman და ჰაუს ჟღერადობის - Maurice Donovan-ით იცნობენ. ის Ben Ufo და Pangea-სთან ერთად 2007 წლიდან უძღვება ლეიბლს Hessle Audio, ასევე ფლობს საკუთარ იმპრინტს Pearson Sound, რომელზეც მხოლოდ მისი ჩანაწერები გამოდის. აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია ლეგენდარულ Radiohead-თან, Kennedy-მ იმუშავა ჯგუფის რემიქსზე და ასევე მათ საკონცერტო ტურში მიიღო მონაწილეობა. დღესდღეობით Pearson Sound ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო არტისტია მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე. PANGAEA: იგივე Kevin McAuley, ბრიტანელი DJ და პროდიუსერი. არის ლეიბლის Hessle Audio თანადამაარსებელი, სადაც სხვა გამორჩეულ რელიზებთან ერთად 2016 წელს სადებიუტო ალბომი In Drum Play გამოსცა. McAuley-ს ჩანაწერები ასევე გამოდის ლეიბლებზე Hotflush recordings და Hemlock Recordings. შექმნილი აქვს Depeche Mode-ს და Jon Hopkins-ის რემიქსები. Pangaea-ს ჟღერადობა განსაკუთრებულია, მისი შემოქმედება დაბის, ბასის, UK Garage-ს და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს, რაც მის სეტებშიც საუკეთესოდ გამოიხატება. DANIEL BELL: იგივე DBX, კალიფორნიაში დაბადებული და კანადაში გაზრდილი ლეგენდარული DJ და პროდიუსერი, რომელიც მოგვიანებით დეტროიტში გადავიდა და მსმენელს Richie Hawtin-თან კოლაბორაციით - „Cybersonik” გაეცნო. 1991 წელს მან დაარსა ლეიბლი Accelerate ( სუბლეიბლი Elevate) . Daniel Bell-ის პროდიუსინგზე ჩიკაგო ჰაუსმა, Steve Reich-მა და Philip Glass-მა იქონია გავლენა, თავად მისი მუსიკა კი მრავალი თაობისთვის გახდა შთაგონების წყარო. მისი რელიზები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: Peacefrog Records, Logistic Records, Tresor, მისივე დაარსებული 7th City. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI Records მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.
  • Hessle Audio Night with Ben UFO, Pearson Sound, Pangaea - Flyer front