Bassiani Records Night with DJ Nobu, Wata Igarashi, Iori, Takaaki Itoh

  • DJ NOBU: პროდიუსერი და DJ, იაპონური ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლეიბლის Bitta დამაარსებელი და Future Terror-ის ფართების სერიის ორგანიზატორი. DJ NOBU (OFFICIAL)-ს სახელს ხშირად უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას, ამავდროულად მისი ტრეკები და სეტები წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია მისი და IORI-ს კოლაბორაციული EP – Draw/ Untitled, ასევე სადებიუტო ალბომი Diary, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. DJ NOBU (OFFICIAL)-ს სეტები ეკლექტური და მრავალფეროვანია და ტექნოს ბევრ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით არ არსებობს DJ-ზე რთული სამუშაო, თუმცა ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. WATA IGARASHI: პროდიუსერი და DJ ტოკიოდან, მან თავი მუსიკის განსხვავებულ ჟანრებში სცადა, დღესდღეობით კი ანდერგრაუნდ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი ღრმა და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. მას ყველაზე იმედისმომცემი ელექტრონული მუსიკის არტისტების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე მოიხსენიებენ. აღსანიშნავია Igarashi-ს 2016 წელს გამოსული Ciphers Ep, რომელიც ლეიბლ Midgar Records-ს ეკუთვნის, ასევე მისი The Bunker New York-თვის ჩაწერილი პოდკასტი, რომელიც 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მიქსია. IORI: იაპონელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 90′-ის ბოლოს ოკინავაში დაიწყო, 2003 წელს ნიუ-იორკში David Mancuso-ს დაარსებულ ლეგენდალურ კლუბში Loft უკრავდა, შემდეგ მოღვაწეობა ბერლინში განაგრძო. მის ტრეკებს ცოცხალი რითმი და უნიკალური ატმოსფერული ხმოვანება ახასიათებს. სეტებში კი ტექნოს და ჰაუსის სინთეზთან ერთად, ემბიენთ ჟღერადობაც იგრძნობა. გამოშვებული აქვს ალბომები NEXUS (2012) და Cold Radiance (2016), ასევე 10-ზე მეტი EP ლეიბლებზე: Semantica Records, Prologue Music, Field Records, Phonica Records, Bitta და The Gods Planet. IORI Asano-ს შემოქმედებაზე ისეთმა მუსიკოსებმა იქონიეს გავლენა,როგორებიც არიან: Manuel Göttsching, Moritz von Oswald, Basic Channel და Depeche Mode. TAKAAKl ITOH: იაპონელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლის WOLS დამაარსებელი. ITOH, რომელიც ელექტრონული მუსიკის განსხვავებულ მიმდინარეობებში მოღვაწეობდა, დღესდღეისობით ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგნელია. მის სახელს უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას. Takaaki Itoh-ს დისკოგრაფია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის Modularz, WOLS, Planet Rhythm Records და ა.შ. მან ასევე გამოსცა 3 რელიზი პროექტით Yarda. მის სეტებში, რომელსაც მძიმე, ატმოსფერული ჟღერაობა ახასიათებს, კარგად ჩანს არტისტის გამორჩეული სტილი და მუსიკალური ორიენტაცია. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, BASSIANI Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო. KVANCHI: პროდიუსერი, BASSIANI Records A&R და HOROOM-ის რეზიდენტი
  • Bassiani Records Night with DJ Nobu, Wata Igarashi, Iori, Takaaki Itoh - Flyer front