Ancient Methods

  • ANCIENT METHODS: გამორჩეული ინდუსტრიული ტექნო პროექტი 2007 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი წევრის Сonrad Portzmann-ის წასვლის შემდეგ კლუბ Tresor.Berlin (OFFICIAL)-ის რეზიდენტის Michael Wollenhaupt-ის სოლო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის განსაკუთრებულ სტილსა და ჟღერადობაზე გავლენა ისეთმა საკულტო ბენდებმა მოახდინეს, როგორებიც არიან: Haus Arafna, Coil, Deutsch Nepal (Official), :zoviet*france:, Current 93, Joy Division. Сonrad Portzmann-ს ასევე იცნობენ სოლო პროექტებით: Room 506, Midnight Madness, Trias. აღსანიშნავია Ancient Methods კოლაბორაციები: Eschaton - Orphx-თან და Ugandan Methods - Regis-თან. Ancient Methods-ის ჩანაწერები რომლებიც ტექნოს, ინდუსტრიულ მუსიკას, მძიმე ემბიენტსა და ნოიზს აერთიანებს გამოდის ლეიბლებზე: Ancient Methods, Sonic Groove, Metaphysic, Downwards Records, Token Records, Perc Trax, Semantica Records. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. OLIVER HAFENBAUER: ფრანკფურტელი DJ, საკულტო კლუბ Robert Johnson-ის რეზიდენტი და პრომოუტერი, Robert Johnson records-ის A&R. ასევე უძღვება საკუთარ დაარსებულ ლეიბლს Die Orakel. HVL: BASSIANI-ის რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, BASSIANI Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.
  • Ancient Methods - Flyer front