Joel Mull

  • JOEL MULL: პროდიუსერი და DJ, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის შვედური ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. მას Adam Beyer-თან, Jesper Dahlbäck-თან და Cari Lekebusch-თან ერთად შვედური ტექნოს პიონერად მოიხსენიებენ. მუსიკალური კარიერა 90’ წლების დასაწყისში დაიწყო, 1998 წელს კი ლეიბლი Inside Records დააარსა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Imagination გამოვიდა. აღსანიშნავია ასევე მისი ბოლო, რიგით მესამე ალბომი Sensory რომელიც 2011 წელს Adam Beyer-ის ლეიბლზე Truesoul გამოვიდა.Joel Mull-ი Adam Beyer-თან ერთად წარმატებული პროექტის Safety Session ნაწილიცაა. ასევე აქვს კოლაბორაციები Sean Palm- თან და Dustin Zahn-თან. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Cocoon, Drumcode, Truesoul და Audiomatique Recordings. Joel Mull-ის სეტები ხასიათდება დინამიური ატმოსფერული ჟღერდობით. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. KVANCHI: პროდიუსერი, BASSIANI Records A&R და HOROOM-ის რეზიდენტი ZURKIN: ქართველი DJ, ვინილების მაღაზიისა და ლეიბლის Vodkast Records ერთ-ერთი დამაარსებელი.
  • Joel Mull - Flyer front