DAX J, Ndrx, Zesknel, Raär, HVL

  • DAX J: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი, DJ და ხმის ინჟინერი, ტექნო ლეიბლის Monnom Black დამაარსებელი. მასზე განსაკუთრებული გავლენა UK Garage და Drum n Bass-მა მოახდინა, რაც მის ტექნო სეტებშიც აისახება. Dax J-ს განსაკუთრებული წარმატება 2015 წელს გამოსულმა სადებიუტო ალბომმა Shades Of black მოუტანა. მისი ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოიცემოდა ლეიბლებზე: Deeply Rooted, Weekend Circuit, @Soma, Electric Deluxe, ARTS და ა.შ მის რემიქსებზე კი მუშაობდნენ: Shifted, Ø [Phase], Jonas Kopp, Ryan Elliott, Truss, და Pär Grindvik. ZESKNEL: ბერლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი. მის მუსიკალურ ორიენტაციას იდეალურად ასახავს ZESKNEL-ის სახელის ქვეშ გამოშვებული სადებიუტო EP სახელად - RGOLI, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. ZESKNEL, როგორც ლაივ შემსრულებელი ძირითადად ტექნოზე ორიენტირდება, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა, რომელიმე მუსიკალური მიმართულების ჩარჩოში. ZESKNEL-ის სახელით ზუკა VRIL-თან, Voiski-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI Records-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა. NDRX: BASSIANI-ის რეზიდენტი. პროექტ Stare At Dj-ის იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH სულისჩამდგმელი. მისი მუსიკალური კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება, თუმცა მისი სეტები, ექსპერიმენტული მუსიკის და ემბიენტის ელემენტებსაც შეიცავს. RAAR: ფრანგი DJ და პროდიუსერის Vital Cornet -ის Acid House / Lo-fi-ზე ორიენტირებული სოლო პროექტია, რომელმაც 2016 წელს, სადებიუტო ალბომით Cause Its Dirty გამოჩენისთანავე მოიპოვა წარმატება. HVL: BASSIANI-ის რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, BASSIANI Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.
  • DAX J, Ndrx, Zesknel, Raär, HVL - Flyer front