Keith Carnal, Polar Inertia

  • POLAR INERTIA: "ჩვენ არავინ ვართ, იმიტომ, რომ გვინდა, არავინ ვიყოთ და იმისათვის, რომ არავინ ვიყოთ, ვართ არსად და ყველგან." ტექნო დუო Polar Inertia 2010 წელს ქალაქ პარიზში შეიქმნა. პროექტის წევრების ვინაობა იდუმალებით არის მოცული, ხოლო მათი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკასთან ერთად თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს: ფოტოგრაფიას, ვიდეოხელოვნებას და არტ-წიგნებს მოიცავს. 2011 წლიდან ფრანგულ ლეიბლზე DEMENT3D გამოშვებული აქვთ სამი EP: Indirect Light, The Last Vehicle და ბოლო Kinematic Optics რომელიც ტექნო და მძიმე ემბიენტ ჟღერადობებს აერთიანებს. Polar Inertia-ს მუსიკის მთავარ ინსპირაციას პოსტ-აპოკალიპტური მომავალი და მისი ვარიაციები წარმოადგენს, ტექნოს კი თვითიზოლაციასა და საკუთარ თავში ჩაღრმავებასთან აიგივებენ. აღსანიშნავია მათი სრულიად უნიკალური ლაივ შესრულება. Polar Inertia-ს რემიქსებზე Abdulla Rashim, Silent Servant (Official) და Francois X მუშაობენ. KEITH CARNAL: თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ჰოლანდიელი DJ და პროდიუსერია. მისი EP-ები: Analysis, Onwars და Untold JOACHIM SPIETH-ის მიერ დაარსებულ ლეიბლზე AFFIN-ზეა გამოსული. Keith Carnal-ის შემოქმედებაზე დიდ გავლენა Kraftwerk-მა, New Order-მა და Donna Summer-მა მოახდინეს. მისი სტილი მასიური ბასისა და ენერგიული, ჩამთრევი მელოდიების კომბინაციით ხასიათდება. როგორც თავად ამბობს, ტექნო ყველა ემოციას მოიცავს, იქნება ეს ბედნიერება, სევდა თუ გაბრაზება. „ტექნო ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე მუსიკის შექმნა და მისი დაკვრა. ეს არის ენა, რომელიც შთანთაქვს სიტყვებს, განსხვავებებსა და რასებს - ეს ერთობის ენაა.“ HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, BASSIANI Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო. IAZIKZAZUBAMI: ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ზუკა ბაბუნაშვილის ერთ-ერთი პროექტია. მუსიკის წერისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლის შემდეგ, Zesknel-ის სახელის ქვეშ ზუკამ მალევე გამოუშვა სადებიუტო Rgoli EP, რომელიც მის მუსიკალურ ორიენტაციებს იდეალურად ასახავს. Zesknel-ისგან განსხვავებით, რომლის დამახასიათებელი ნიშანი ქართული ფოლკლორის ესთეტიკის ელექტრონულ მუსიკაში გადმოტანა და ღრმა ატმოსფერული ელემენტების ტექნოსთან ნაზავია, პროექტი IAZIKZAZUBAMI ღრმა და Lo-Fi ჰაუს ჟღერადობით გამოირჩევა. ზუკა, როგორ ლაივ არტისტი და დიჯეი, ძირითადად ორიენტირდება ტექნოზე, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა რომელიმე კონკრეტული ჟანრის ჩარჩოში.ზუკა Zesknel-ის სახელით VRIL-თან, Voiski-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI Records-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა. BERIDZE - ქართველი DJ, პროდიუსერი და ვინილ კოლექტორი ტიმო ბერიძე ელექტრონული მუსიკის სფეროთი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მის მიერ შექმნილი მუსიკა ღრმა ჰაუს ჟღერადობით, სეტები კი მელოდიურობით გამოირჩევა.
  • Keith Carnal, Polar Inertia - Flyer front