Northern Electronics Night with Abdulla Rashim, Ulwhednar, Född Död, Art Alfie

  • NORTHERN ELECTRONICS: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს Abdulla Rashim-მა სტოკჰოლმში დააარსა. ლეიბლის პირველი რელიზი Varg - Misantropen იყო, რომელსაც გამოსვლისთანავე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. Northern Electronics-მა სწრაფად მოახერხა ტექნოს სრულიად განსხვავებული ჟღერადობის და კონცეფციის შექმნა. Northern Electronics-ის შოუქეისები დიდი წარმატებით სარგებლობს თანამედროვე ტექნო სცენაზე, ელექტრონული მუსიკის გამოცემა Resident Advisor-მა კი თვის ლეიბლად დაასახელა. Varg-ის ბოლო ალბომი “ჟინვალი” საქართველოში არის ჩაწერილი, კლუბში BASSIANI გამართული Northern Electronics-ის ღამის შემდეგ. ერთნაირად საინტერესოა NE-ის არტისტების სოლო პროექტები და კოლაბორაციები: Ulwhednar (Abdulla Rashim, Varg), Sars & Ar (Sars, Abdulla Rashim) და ა.შ. ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების Abdulla Rashim Records და Northern Electronics-ის დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა. განსაკუთრებული ყურადღება მისმა სადებიუტო ალბომმა Unanimity- მ დაიმსახურა, რომელიც 2014 წელს, Northern Electronics - ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც Shell Of Speed. მისი ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით. Abdulla-ს შემოქმედების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ხაზს მისი ლაივ შესრულება წარმოადგენს , რომელიც ერთდროულად მძიმე, რიტმული, მელანქოლიური, იდუმალი და კონცეპტუალურია. დეკემბრის თვეში გამოდის BASSIANI RECORDS-ს კომპილაცია BAS002 სადაც AVI MUSAIFI-ს ტრეკზე მისი რემიქსია შესული. ULWHEDNAR: Abdulla Rashim-ის და Jonas Ronnberg-ის, იგივე Varg-ის კოლაბორაციული პროექტია. 2013 წლიდან Northern Electronics-ზე გამოშვებული აქვთ 5 EP, მათ შორის 2016 წლის Om Syndernas Förlåtelse, რომელიც ემბიენთ FÖDD DÖD: Varg-ის და შვედი მუსიკოსის Sofia Al Rammal Sturdza-ის (იგივე Sars) დუო. გამოშვებული აქვთ ორი ერთობლივი EP: Studie I Närhet, Längtan Och Besvikelse და он не может любить тебя больше გერმანულ ლეიბლზე Total Black. NDRX: კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი. პროექტ Stare At Dj იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH სულისჩამდგმელი. მისი მუსიკალური კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება, თუმცა მისი სეტები, ექსპერიმენტული მუსიკის და ემბიენტის ელემენტებსაც შეიცავს. ART ALFIE: პროდიუსერი და DJ ქალაქ სტოკჰოლმიდან. 2012 წელს თავის მეგობარ და კოლაბორატორ Mr. Tophat-თან ერთად ლეიბლი Karlovak დააარსა, სადაც მათი ჩანაწერებს უმეტესობა გამოცემა. Art Alfie-ს სეტები ყოველთვის ჰაუს ჟღეაობაზე არის ორიენტირებული. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, BASSIANI Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო.
  • Northern Electronics Night with Abdulla Rashim, Ulwhednar, Född Död, Art Alfie - Flyer front