Etapp Kyle, Alex.do

  • ETAPP KYLE: უკრაინელი DJ და პროდიუსერი, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი. მუსიკალური წარმატება Ben Klock-ის ლეიბლზე Klockworks გამოსულმა ჩანაწერმა მოუტანა, ამის შემდეგ გერმანულ ტექნო სცენაზე ადგილი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა. აღსანიშნავია მისი 2015 წელს Klockworks-ზე გამოსული ოთხ ტრეკიანი EP, ასევე Prologue Music-ზე გამოსული კომპილაცია Prologue Portefeuille 3 და 2016 წლის რელიზი Continuum EP. Etapp Kyle-ს სეტები გამორჩეულია როგორც მძიმე და დინამიური, ასევე რბილი, მელოდიური ჟღერადობების სინთეზით. ALEX.DO: პროდიუსერი და DJ. ლეიბლის Dystopian ოჯახის წევრი. მისი ჩანაწერები გამოდის ლეიბლებზე: Dystopian, Life and Death, Innervisions. Alex.Do-ს ღრმა, მელანქოლიურ სეტებში ტექნოს, დაბის და ჰაუსის მოსმენაა შესაძლებელი. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება. KVANCHI: პროდიუსერი, BASSIANI Records A&R და HOROOM-ის რეზიდენტი HAMATSUKI: მამუკა ცხადაია, ქართველი DJ და პროდიუსერი. დუო Slime Quest-ის წევრი. HAMATSUKI მისი ერთ-ერთი პროექტია რომელიც ჰაუსის ჟღერადობასთან ერთად, დაბის და ემბიენტის გავლენით გამოირჩევა.
  • Etapp Kyle, Alex.do - Flyer front