Nina Kraviz, Bjarki, Nikita Zabelin, Route8

  • 16 დეკემბერს, კლუბი BASSIANI წარმოგიდგენთ ახალ, ქვიარ ოთახს HOROOM, რომლის მუსიკალური მიმართულება ძირითადად ჰაუსის ჟღერადობაზე იქნება ორიენტირებული. NINA KRAVIZ: წარმოშობით ციმბირელი პროდიუსერი და DJ დღევანდელ ტექნო სცენაზე ერთ-ერთ წარმატებულ ფიგურას წარმოადგენს. არის BBC Radio 1 ყოველთვიური შოუს რეზიდენტი. 2014 წელს უნიკალური ჟღერადობისა და ვიზუალური სტილის მქონე ლეიბლი трип დააარსა, რომელზეც მასთან ერთად გამოიცემიან: Bjarki, Nikita Zabelin, Arca, Delta Funktionen, Fred P. AKA Black Jazz Consortium, Vakula, Luke Slater (OFFICIAL)და ა.შ. трип ელექტრონული მუსიკის გამოცემა Mixmag-მა 2015 წლის საუკეთესო ლეიბლად დაასახელა. BJARKI: ისლანდიელი პროდიუსერი Bjarki Runar Sigurdarson. პირველი აღიარება 2015 წელს, Nina Kraviz-ის трип-ზე გამოსული: Артур И Интергалактические Киты EP-მა მოუტანა. ჩანაწერმა დადებითი შეფასებები მოიპოვა ელექტრონული მუსიკის გამოცემებში. 2016 წელს, ამავე ლეიბლზე გამოვიდა მისი სამი ალბომი, რომელშიც მკაფიოდ გამოიხატება არტისტის მუსიკალური ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება. NIKITA ZABELIN: რუსი პროდიუსერი და DJ. მოსკოვის ტექნო სცენის ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი. Nikita Zabelin არის კლუბ Monasterio-ს რეზიდენტი, ასევე Techno Makes Sense და Resonance Moscow-ის ფართების სერიების სულისჩამდგმელი. იგი აქტიურად მონაწილეობს ლოკალური ანდეგრაუნდ სცენის განვითარებაში. მისი ჩანაწერები გამოცემა ლეიბლებზე: трип, Hi Freaks, Faut Section. ROUTE8: იგივე Gergely Szilveszter Horváth, უნგრელი DJ და პროდიუსერი. Lobster Theremin-ის ოჯახის წევრი. მისი 2015 წელს გამოსული EP - This Raw Feeling წლის ერთ-ერთი საინტერესო რელიზად დასახელდა. Horváth-ს ეკთვნის სოლო პროექტები DJ Ciderman და Q3a. მისი მუსიკა ხასიათდება 80-ნების Lo-Fi, Chicago house და ატმოსფერული ჟღერადობით, რომელსაც თვითონ Synthpop-House-ს უწოდებს. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, BASSIANI Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო. KVANCHI: პროდიუსერი, BASSIANI Records A&R და HOROOM-ის რეზიდენტი
  • Nina Kraviz, Bjarki, Nikita Zabelin, Route8 - Flyer front