Remembering M_rec with Samuli Kemppi & Jeff Derringer

  • 2009 წელს, იტალიური ტექნოსცენის საკულტო პროდიუსერმა Max Magrini-მ (იგივე Max_M) ლეიბლი M_Rec Ltd დააარსა. ლეიბლის კონცეფცია ტექნოს ყველა განზომილებისა და ისტორიული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობდა. Max_M-ის გარდაცვალების შემდეგ ლეიბლმა ფუნქციონირება შეწყვიტა. M_Rec-ზე ჩანაწერებს გამოსცემდნენ: Max_M, Aiken, Cassegrain, Fabrizio Lapiana, Giorgio Gigli, Obtane, Regis, Silent Servant, NX1, Samuli Kemppi, Brendon Moeller Echologist Beat Pharmacy, Wrong Assessment, Ness Jeff Derringer. SAMULI KEMPPI: ჰელსინკში მოღვაწე ფინელი DJ და პროდიუსერი, Deep Space Helsinki-ს დამაარსებელი. მისი ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთმა და იქაური კულტურის თავისებურებამ. 90’ წლების დასაწყისიდან უკრავდა და მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში მათ შორის იყო Sam & Gigi-ს მეორე ნახევარი. საკუთარი მუსიკის გამოცემა 2006 წლიდან დაიწყო, რითიც მისი მუსიკალური მოღვაწეობა ტექნოს დაუკავშირა. Samuli-ს ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: Ostgut Ton, Mote-Evolver, Prologue Music, Komisch, Children of Tomorrow, Perc Trax, Deep Space Helsinki და ა.შ M_Rec-ის რელიზია მისი სადებიუტო ალბომი The Observer Effect (2014) რომელმაც კიდევ ერთი წარმატება მოუტანა ავტორს. Samuli Kemppi-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია Deep Space Helsinki, რომელიც თავის მეგობარ Juho Kusti-სთან ერთად წამოიწყო და რომელიც რადიო შოუს, ფართების სერიას და ლეიბლს მოიცავს. JEFF DERRINGER: ჩიკაგოში მოღვაწე პროდიუსერი და DJ, ამერიკული ანდეგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, Smartbar Chicago-ის რეზიდენტი, ცნობილი ტექნო ღამეების სერიის Octave-ს დამაარსებელი და კოლუმბიის კოლეჯის მუსიკალური ლექტორი. მისი შემოქმედება ერთდროულად 80’ წლების კინო მუსიკას, ინდუსტრიულ მუსიკას, ეისიდ ჰაუსს, ტრიფ-ჰოპს და IDM-ს აერთანებს, რაც Jeff-ის ტექნო სეტებში განსაკუთრებულად აისახება. Jeff Derringer-ის ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: Electric Deluxe, Perc Trax, M_Rec Ltd, Soma Records და ა.შ Ndrx: კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი. პროექტ Stare At Dj იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH სულისჩამდგმელი. მისი მუსიკალური კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება, თუმცა მისი სეტები, ექსპერიმენტული მუსიკის და ემბიენტის ელემენტებსაც შეიცავს.
  • Remembering M_rec with Samuli Kemppi & Jeff Derringer - Flyer front