I Hate Models

  • I Hate Models: 90' წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკის და EBM-ის გავლენით შექმნილი სოლო პროექტი, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი, ბნელი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. 2016 წელს, IHM-ის სამი ჩანაწერი გამოიცა: სადებიუტო - The Lost Tapes (Aries), Warehouse Memories (Arts) და 500 Lesbians In Irak. Ndrx: კლუბ BASSIANI-ის ახალი რეზიდენტი. პროექტ Stare At Dj იდეის ავტორი და კოლექტივის 11TH სულისჩამდგმელი. მისი მუსიკალური კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება, თუმცა მისი სეტები, ექსპერიმენტული მუსიკის და ემბიენტის ელემენტებსაც შეიცავს.
  • I Hate Models - Flyer front