• SPEEDY J: ლეგენდარული როტერდამელი DJ და პროდიუსერი Jochem George Paap, იგივე Speedy J, ტექნოსცენის მნიშვნელოვანი და საკვანძო ფიგურა. მის ტრეკებს ფუტურისტული ხელოვნების ნიმუშებს ადარებდნენ, რომლებიც პარალელურად საცეკვაო მოედანზე გადატრიალებას ახდენდა . Speedy J-ს ჩანაწერები გამოიცემოდა საკულტო ლეიბლებზე: Warp Records, PLUS8 და Novamute Records. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მის სახელს Laurent Garnier, Aphex Twin და Ritchie hawtin-ის გვერდით მოიხსენიებენ. კარიერის დასაწყისში განსაკუთრებული აღიარება ალბომმა Ginger ( PLUS8 /1993 ) მოუტანა, რასაც მოჰყვა წარმატებული რელიზები G Spot, On Public Energy No. 1, A Shocking Hobby, კოლაბორაცია Chris Liebing-თან. 2008 წელს ლეიბლი Electric Deluxe დაარსა, რომელიც შოუქეისების და პოდკასტების სერიებს მოიცავს, Electric Deluxe-ზე გამოიცემიან: Giorgio Gigli, Tommy Four Seven, Terence Fixmer, Perc, Brendon Moeller Echologist Beat Pharmacy და ა.შ Speedy J-ს შემოქმედება მრავალფეროვანი და ინოვაციურია, ის მუდმივად ეძებს ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მსმენელს განსხვავებულ ექსპერიმენტებს თავაზობს. როგორც ამბობს, ელექტრონული მუსიკის ყველა განზომილება აინტერესებს და საზღვრებს არ აღიარებს. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.
  • Speedy J - Flyer front