Stroboscopic Artefacts Night with Rrose & Dadub

  • 2009 წელს ბერლინში DJ და პროდიუსერმა Lucy ( Luca Mortellaro ) -მ ლეიბლი Stroboscopic Artefacts დააარსა. მის მიზანს ტექნოს საზღვრების გასაშლელად და განსხვავებული ჟღერადობების აღმოსაჩენად თავისუფალი პლატფორმის შექმნა წარმოადგენდა. ამ კონცეფციას გამოხატავს, როგორც ლეიბლის რელიზები, ასევე გამორჩეული ართვორქები და ვიზუალური ეფექტები. Stroboscopic Artefacts-ზე გამოიცემიან: Chevel, Donato Dozzy, Kangding Ray, Rrose, Dadub, Perc, Lakker, Eomac, Sendai, Jonas Kopp, Xhin (Official), Go Hiyama და ა.შ RROSE: მის მთავარ ინსპირაციას და ალტერ-ეგოს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი Marcel Duchamp წარმოადგენს, რომლის კონცეფციებიც Rrose-მ თანამედროვე ტექნო მუსიკას დაუკავშირა. Rrose-ს კარიერის დასაწყისი ცნობილ კოლექტივ Sandwell District-ს უკავშირდება, 2012 წლიდან მართავს საკუთრ ლეიბლს Eaux. 2016 წელს გამოიცა მისი 4 ჩანაწერი, აქედან ორი Stroboscopic Artefacts-ზე (კოლაბორაციები Kangding Ray და Orphx-თან). Rrose-ს შემოქმედება განსაკუთრებით მძიმე, ბნელი და ინდუსტრიული ტექნო ჟღერადობით გამოირჩევა. DADUB: იტალიური პროექტი Dadub 2008 წელს დაარსდა და ხმის ინჟინერის - Daniele Antezza სოლო პროექტს წარმოადგენდა, რომელსაც 2008 წელს Giovanni Conti შეუერთდა. მათი განსხვავებული მუსიკალური გამოცდილების ხარჯზე, ახალი პროექტი თავიდანვე ორიგინალური იდეების მატარებელი გახდა. პროექტის წევრები ასევე არიან Artefacts Mastering Studio-ს დამაარსებლები. მათი პირველი რელიზი, სახელწოდებით Way To Moksha 2012 წელს, Stroboscopic Artefacts-ზე გამოვიდა. მას მალევე მოჰყვა რამდენიმე EP და სადებიუტო ალბომი You Are Eternity, რომელიც წლის ერთ-ერთ მთავარ ტექნო მოვლენად იქცა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს Dadub-ის ლაივ პერფომანსები რომელიც ექსპერიმენტებზე და ჰიპნოტურ ატმოსფეროზე არის ორიენტირებული. INNER8: იტალიელი პროდიუსერის Daniele Antezza-ს პროექტი, რომელიც ძირითდად ლაივებზე არის ორიენტირებული. მისი შესრულება “ექსპერიმენტულ ანარქისტული” ჟღერადობით ხასიათდება. 2015 წელს გამოვიდა Inner8-ს ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი, რომელიც დარქ ემბიენთს, ნოიზის და ინდუსტრიალურ მუსიკას აერთიანებს. აღსანიშნავია. მისი 2016 წლის ნამუშევარი Tetramorph EP, რომელიც Antezza-ს დაარსებული ახალი ლეიბლის Holotone-ს პირველი რელიზია. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.
  • Stroboscopic Artefacts Night with Rrose & Dadub - Flyer front