• CONFORCE: იგივე Boris Bunnik, ჰოლანდიელი პროდიუსერი, DJ და ფოტოგრაფი, ლეიბლ Transcendent Records-ის დამაარსებელი. ასევე ცნობილია სახელებით Versalife, Hexagon, Silent Harbour. მისი დისკოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანი და უნიკალურია. დეტროიტ ტექნოს, ემბიენთის და დაბის ჟღერადობის ჩანაწერებთან ერთად, ექსპერიმენტულ ნამუშევრებსაც მოიცავს. მისი რელიზების უმეტესობა განსაკუთრებული კონცეფციით გამოირჩევა, Bunnik-ის ინსპირაციას ხშირად წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკა, პარალელური რეალობა თუ დისტოპიური სამყარო. Conforce გამოიცემოდა, ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Delsin Records, Rush Hour Records, Field Records, Clone Records, Transcendent Records და Curle Recordings. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Bassiani Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.
  • Conforce - Flyer front