• IORI: იაპონელი DJ და პროდიუსერი. მისი მუსიკალური კარიერა 90'-ის ბოლოს ოკინავაში დაიწყო, 2003 წელს ნიუ-იორკში David Mancuso-ს დაარსებულ ლეგენდალურ კლუბში Loft უკრავდა, შემდეგ მოღვაწეობა ბერლინში განაგრძო. მის ტრეკებს ცოცხალი რითმი და უნიკალური ატმოსფერული ხმოვანება ახასიათებს. სეტებში კი ტექნოს და ჰაუსის სინთეზთან ერთად, ემბიენთ ჟღერადობაც იგრძნობა. გამოშვებული აქვს ალბომები NEXUS (2012) და Cold Radiance (2016), ასევე 10-ზე მეტი EP ლეიბლებზე: Semantica Records, Prologue Music, Field Records, Phonica Records, Bitta და The Gods Planet. IORI Asano-ს შემოქმედებაზე ისეთმა მუსიკოსებმა იქონიეს გავლენა,როგორებიც არიან: Manuel Göttsching, Moritz Von Oswald, Basic Channel და Depeche Mode. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.
  • Iori - Flyer front