• SHIFTED: იგივე Guy Brewer, ბერლინში მოღვაწე ბრიტნელი პროდიუსერი და DJ, მას ტექნო სცენის ყველაზე იდუმალ წარმომადგენელს უწოდებენ. Brewer-ის მუსიკალური კარიერის დასაწყისი Drum’n Bass დუო Commix-ს უკავშირდება. Shifted-ის პირველი ჩანაწერი კი 2011 წელს, Luke Slater (OFFICIAL)-ის Mote-Evolver-ზე გამოიცა. ამავე ლეიბლს ეკუთვნის არტისტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი, სადებიუტო ალბომი Сrosed Paths(2012), რომელიც ბნელი, დაბ ტექნო და Drone ჟღერადობით გამოირჩევა და ავტორს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია Shifted-ის მეორე ალბომი Under A Single Banner(2013), რომელიც Dominick Fernow-ს(Vatican Shadow) ლეიბლზე Bed of nails გამოსცა, ალბომი მძიმე, ინდუსტრიული და ექსპერმენტული ტექნო ჟღერადობისაა და პოსტ-პანკის გავლენა ახასიათებს. 2011 წლიდან Shifted მის მეგობარ პროდიუსერ Ventress-თან ერთად მართავს მათივე დაარსებულ ლეიბლს Avian, რომელზეც ისეთი არტისტები გამოიცემიან როგორიც არის SHXCXCHCXSH, Sigha, 400PPM, MPIA3 და ა.შ. Shifted-ის გარდა Guy Brewer მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმებით ქმნის: Alexander Lewis, Delete_everything, Pacific Blue და მათ შორის ყველაზე საინტერესო ინდუსტრიული, Noise პროექტი Covered In Sand, რომლის ქვეშაც გამოშვებული აქვს ორი EP-ი: Heaven's Gate Suicides და Crescent Shaped Scars. HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Bassiani Records, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythmss. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო. ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ ფასი: 10 ლარი კარზე: 20 ლარი Online Tickets: www.bassiani.com Price: 10 GEL Door: 20 GEL
  • Shifted - Flyer front