IMF Night with Marcel Fengler & Thomas Hessler

  • IMF: იგივე Index Marcel Fengler, ბერლინური ტექნო ლეიბლია, რომელიც 2011 წელს, Marcel Fengler-მა დააარსა. ლეიბლის კონცეფციას ახალი ტალანტების აღმოჩენა და საინტერესო კოლაბორაციების ხელშეწყობა წარმოადგენს. IMF-ზე ისეთი არტისტების ჩანაწერები გამოიცემა როგორიც არის: Marcel Fengler, Thomas Hessler, VRIL, Echoplex, Somewhen, Zenker Brothers. MARCEL FENGLER: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლ IMF-ის დამაარსებელი. 2005 წლიდან 2016 წლამდე იყო კლუბ Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი. ელექტრონული მუსკის გამოცემები მას ერთ-ერთ საუკეთესო, უნიკალურ და მრავალმხრივ ტექნო არტისტად მოიხსენიებენ. Marcel Fengler-ის მშობლიურ ლეიბლს Ostgut Ton-ი წარმოადგენს. 2007 წელს, სწორედ O-ton-ზე გამოსცა პირველი ჩანაწერი Playground / Early Glow EP, ასევე სადებიუტო ალბომი Focus (2013), რომელიც ჰიპნოტური, მელოდიური და ემოციური ტრეკებით გამოირჩევა. ასევე აღსანიშნავია Fengler-ის რელიზები Luke Slater (OFFICIAL)-ის ლებლზე Mote-Evolver. 2016 წელს IMF-ზე გამოსულმა მისმა ახალმა EP-მა Kyu, დადებითი შეფასება დაიმსახურა. Marcel Fengler-ის სეტებში ხშირად შეხვდებით ექსპერიმენტებს, სპონტანურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, განსხვავებული ჟანრების და სტილის ერთობლიობას. THOMAS HESSLER: გერმანელი DJ და პროდიუსერი. პირველი EP-ი Lost, 2011 წელს გამოუშვა, ხოლო 2014-ში, მისმა დებიუტმა ლეიბლზე IMF , რელიზით Perception EP , დიდი წარმატება მოუტანა ტექნო სცენაზე. აღსაიშნავია მისი ტრეკი The Escaper IMF-ის კომპილაციიდან , რომელსაც Resident Advisor-მა "ფსიქოდელიურად ეპიკური" უწოდა. დეტროიტის და ბერლინის ჟღერადობების გავლენა Hessler-ის მძიმე, ენერგიულ, ატმოსფერულ ტექნოსთან უფრო მეტ ექსპერიმემტალურ განვითარებას იძენს. ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ I კალათა: 10 ლარი II კალათა: 20 ლარი კარზე: 30 ლარი Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 10 GEL II Basket: 20 GEL Door: 30 GEL
  • IMF Night with Marcel Fengler & Thomas Hessler - Flyer front