Season Closing

  • Venue
    Bassiani
    • Tsereteli street 2 , Tbilisi, Georgia
  • Date
    22 Jul 2016
    Fri 23:00 - Sun 10:00
  • Promoter
  • Attending
    • 27
  • ■ 22 JULY ■ ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების Abdulla Rashim Records და Northern electronics-ის დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა. განსაკუთრებული ყურადღება მისმა სადებიუტო ალბომმა Unanimity- მ დაიმსახურა რომელიც 2014 წელს, Northern electronics - ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც Shell Of Speed. Rashim-ის ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით. აღსანიშნავია მისი კოლაბორაციები: Ulwhednar (Abdulla Rashim, Varg), Sars & AR (Sars, bdulla Rashim) და ა.შ. Abdulla Rashim-ის შემოქმედების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ხაზს მისი ლაივ შესრულება წარმოადგენს , რომელიც ერთდროულად მძიმე, რიტმული, მელანქოლიური, იდუმალი და კონცეპტუალურია. ◣ https://soundcloud.com/abdulla ◣ https://www.residentadvisor.net/dj/abdullarashim ANSWER CODE REQUST: იგივე Patrick Graser ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი. კლუბ Berghain-ის რეზიდენტი და ლეიბლ MDR-ის ოჯახის წევრი. მისი სადებიუტო რელიზი Subway Into, 2011 წელს გამოვიდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა სხვადასხვა გამოცემებში. თუმცა განსაკუთრებთ აღსანიშნავია მისი 2014 წელს, Ostgut Ton-ზე გამოსული ალბომი Сode, რომელმაც ის MDR-ის და O-ton ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული არტისტად აქცია. ალბომი მძიმე და მელანქოლიური ემბიენტ ტექნოს ჟღერადობით და ძლიერი ბასით გამოირჩევა. ◣ http://www.residentadvisor.net/dj/answercoderequest ◣ https://soundcloud.com/answercoderequest ANTIGONE: პარიზელი DJ და პროდიუსერი, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდამ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ფრანგულ ტექნო სცენაზე. მისი დებიუტი ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში - Concrete შედგა, რის შემდეგაც მისი პოპულარობა მზარდი პროგრესით ვითარდება. რაც შეეხება ფროდაქშენს, მის სახელზეა 7 სოლო EP. , 2015 წელს, 7 ტრეკისგან შემდგარი მინი ალბომი ცნობილ ბელგიურ ლეიბლზე - Token გამოიცა, რაც მის კარიერაში ყველაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. ◣ https://soundcloud.com/antigone ◣ https://www.residentadvisor.net/dj/antigone ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. ■ 23 JULY ■ ATEQ: გერმანელი პროდიუსერი და DJ, ვაიმარში დაფუძნებული ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ლეიბლის Giegling წევრი და თანადამაარსებელი. Ateq-ის დისკოგრაფია 2011 წელს, Giegling-ზე გამოსული Res EP-ით იწყება. ამ ლეიბლს ეკუთვნის მისი მომდევნო რელიზებიც. Ateq-ის ტრეკები და სეტები პირდაპირ დაკავშირებულია Giegling-ის კოლექტივის გამორჩეული და დასამახსოვრებელი საუნდის ჩამოყალიბებასთან. Ateq-ის ჟღერადობა მელანქოლიურია და წარმოადგენს დაბის, მინიმალ ტექნოს და ჰაუსის სინთეზს. ◣ https://soundcloud.com/ateq ◣ https://www.residentadvisor.net/dj/ateq CASSEGRAIN: Alex Tsiridis და Hüseyin Evirgen-ის ბრიტანულ/ბერძნული და გერმანულ/ავსტრიული ტექნო დუეტი, რომელიც 2008 წელს, Red Bull Music Academy-ში მათი შეხვედრის შემდეგ შეიქმნა. Сassegrain-ის მძიმე და ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე დიდი გავლენა მოახდინა დუეტის წევრების განსხვავებულმა მუსიკალურმა ბექგრაუნდმა. Hüseyin Evirgen-ს კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, Alex Tsiridis კი თვითნასწავილი პროდიუსერია. ხუთი წლის განმავლობაში Сassegrain-ს გამოშვებული აქვს ერთი ალბომი და 10-ზე მეტი EP, ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Prologue, M_Rec LTD, Killekill, Infrastructure New York და ა.შ 2014 წელს Prologue-ზე Сassegrain-ის სადებიუტო ალბომი Centres Of Distraction გამოვიდა რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღასანიშნავია მათი კოლაბორაცია კალიფორნიელ DJ და პროდიუსერ TIN MAN-თან. 2016 წელს დუეტმა საკუთარი ლეიბლი Acring Seas დააარსა. ◣ http://www.residentadvisor.net/dj/cassegrain ◣ https://soundcloud.com/cassegrain FABRIZIO LAPIANA: პროდიუსერი და DJ, იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამეორჩეული ფიგურა, ლეიბლ Attic Music-ის დამფუძნებელი. DJ-ის კარიერა 1994 წელს დაიწყო, 90-ბის დეტროიტის და რომის ჟღერადობების გავლენით. მისი სეტები ყოველთვის გამორჩეულია ახალი და ძველი ჩანაწერების სინთეზით და ღრმა, რთული აგებულების, მძიმე და მელოდიური ჟღერადობა ახასიათებს. ◣ https://soundcloud.com/fabrizio-lapiana ◣ https://www.residentadvisor.net/dj/fabriziolapiana HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო "წლის ელექტრონავტი" მიიღო. ◣ https://soundcloud.com/hvl ◣ http://www.residentadvisor.net/dj/hvl ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ 22 JULY I კალათა: 20 ლარი II კალათა: 30 ლარი III კალათა: 40 ლარი კარზე: 40 ლარი 23JULY I კალათა: 20 ლარი II კალათა: 30 ლარი III კალათა: 40 ლარი კარზე: 40 ლარი Online Tickets: www.bassiani.com 22 JULY I Basket: 20 GEL II Basket: 30 GEL III Basket: 40 GEL Door: 40 GEL 23JULY I Basket: 20 GEL II Basket: 30 GEL III Basket: 40 GEL Door: 40 GEL
  • Season Closing - Flyer front