Tommy Four Seven

  • TOMMY FOUR SEVEN: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი და DJ, დღევანდელი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. 2005 წლიდან მისი ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის Speedy J-ს Electric Deluxe, Chris Liebing-ის CLR (Official), Stroboscopic Artefacts, Wolfskuil Records, Brique Rogue და ა.შ. მისი სადებიუტო ალბომი Primate CLR (Official)-ზე, 2011 წელს გამოუშვა, ხოლო რემიქსებზე Robert Hood // Floorplan-მა, Perc-მა და Regis-მა იმუშავეს. 2015 წელს Tommy Four Seven-მა საფუძველი ჩაუყარა რეგულარული ფართების სერიას: 47 და ამავე სახელწოდების ლეიბლს, რომლის კომპილაციებშიც SNTS, UVB, Shlohmo, Kwartz, I/Y, J. Tijn და სხვა ცნობილი არტისტების ტრეკებს მოისმენთ. აღსანიშნავია Tommy-ს და Alain paul-ის ერთობლივი ინდუსტრიალ ტექნო პროექტი These Hidden Hands, 2013 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი MARCEL DETTMANN, SHXCXCHCXSH, Atom Heart, Kangding Ray და Ancient Methodss-ის რემიქსებით. განსაკუთრებით საინტერესოა დუოს 2016 წლის ნამუშევარი These Moments Dismantled, რომელიც მძიმე, ექსპერიმენტული და ინდუსტრიული ჟღერადობით გამოირჩევა. Tommy Four Seven-ის გამორჩეული სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა მუსიკალურმა განათლებამ, ის ხმის ინჟინერიას და მუსიკალურ ტექნოლოგიებს შეისწავლიდა. T47-ის ტრეკებში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ტექნოს მიმართ: როგორც ამბობს მისთვის ის ენერგიასთან აგრესიასთან , ამბოხთნ ასოცირდება. ◣ https://soundcloud.com/tommyfourseven ◣ https://www.residentadvisor.net/dj/tommyfourseven NEWA: ანა კუბლაშვილი, ქართველი პროდიუსერი და DJ. მისმა რელიზმა AC, 2013 წლის ელექტრონავტების დაჯილდოებაზე საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. ◣ https://soundcloud.com/newa ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ ფასი: 10 ლარი კარზე: 20 ლარი Online Tickets: www.bassiani.com Price: 10 GEL Door: 20 GEL
  • Tommy Four Seven - Flyer front