The Gods Planet (Claudio PRC & Ness)

  • THE GODS PLANET: Andrea Deplano-ს და Claudio Porceddu-ს დუო იტალიიდან, რომელსაც თანამედროვე ტექნო სცენაზე, ყველაზე გამორჩეული პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ. პროექტის შექმნა განაპირობა მისი წევრების მსგავსმა გემოვნებამ, იდეებმა და წინააღმდეგობამ იმ გაბატონებული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობების მიმართ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. The Gods Planet-ის სახელწოდება, Claudio და Ness-ის კოსმოსისა და ფუტურისტული კონცეფციების მიმართ ინტერესს უკავშირდება და ასევე პროტესტს, რომელსაც მათი მუსიკა გამოხატავს. The Gods Planet-ის პირველი რელიზი 2010 წელს გამოიცა ამავე სახელწოდების ლეიბლზე, რომელიც მათ დააარსეს და რომელსაც მათი ჩანაწერების უმტესობა ეკუთვნის. დუოს წევრებისთვის სტუდიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი მაინც დაკვრა რჩება, რომელიც სეტის და ლაივ შესრულების ერთმანეთთან სინთეზს წარმოადგენს. Claudio PRC & Ness-ის შემოქმედება გამოირჩევა ექსპერიმენტებით, ახალი საუნდის მუდმივი ძიებით, მძიმე, ატმოსფერული, ჰიპნოტური ჟღერადობით და ინდივიდუალიზმით. აღსანიშნავია ასევე თითოეულის სოლო კარიერა და რელიზები. ◣ https://soundcloud.com/thegodsplanet ◣ https://www.residentadvisor.net/dj/thegodsplanet ZITTO: იგივე ლევან ცერცვაძე, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით. ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ I კალათა: 10 ლარი II კალათა: 20 ლარი კარზე: 20 ლარი Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 10 GEL II Basket: 20 GEL Door: 20 GEL
  • The Gods Planet (Claudio PRC & Ness) - Flyer front