Lobster Theremin Night with Route 8, Asquith & Nthng

  • LOBSTER THEREMIN: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლი, რომელიც, Jimmy Asquith-მა, 2013 წელს, ლონდონში დააარსა. ლეიბლი ყურადღების ცენტრში მისი პირველივე რელიზით, Palms Trax-ის სადებიუტო Equation EP-ით, მოექცა. Lobster Theremin-ის შექმნის კონცეფციაც ეს იყო, შექმნილიყო პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. Lobster Theremin-ს გააჩნია ორი სუბლეიბლი: Mörk და Distant Hawaii. ROUTE 8: იგივე Gergely Szilveszter Horváth, უნგრელი DJ და პროდიუსერი. Lobster Theremin-ის ოჯახს, 2014 წელს გამოსული, Dry Thoughts EP-ით შეუერთდა. აღსანიშნავია მისი 2015 წელს გამოსული EP - This Raw Feeling, რომელიც წლის ერთ-ერთი საინტერესო რელიზია. მისი მუსიკა ხასიათდება 80-ნების Lo-Fi და ატმოსფერული ჟღერადობით, რომელსაც თვითონ Synthpop-House-ს უწოდებს. NTHNG: ჰოლანდიელი პროდიუსერი და DJ. მისი დებიუტი 2014 წელს, Lobster Theremin-ის სულბეიბლზე Mörk შედგა, EP-ით Remember Us, რომელსაც 2015 წელს გამოსული EP "1996" მოჰყვა. ASQUITH: Jimmy asquith, ლეიბლ Lobster Theremin-ის დამაარსებელი, Find Me In The Dark-ის ღამეების კურატორი. ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ ფასი: 20 ლარი კარზე: 30 ლარი Online Tickets: www.bassiani.com Presale: 20 GEL Door: 30 GEL
  • Lobster Theremin Night with Route 8, Asquith & Nthng - Flyer front