Bassiani: Ostgut Ton Nacht with Tobias. & Etapp Kyle

  • TOBIAS FREUND: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა. ლეიბლის - OSTGUT TON ოჯახის წევრი და კლუბის Berghain/Panorama Bar რეზიდენტი.მისი მუსიკალური კარიერა 80' წლებიდან იღებს სათავეს. 20 წლის განმავლობაში ხმის ინჟინერად მუშაობდა, რაც მის შემოქმედებაზე მნიშნელოვნად აისახა. Tobias.-ის მუსიკა გამორჩეულია თავისი უნიკალური და განსხვავებული ჟღერადობით, ისევე, როგორც მისი ყოველი ლაივ შესრულება. როგორც თვითონ ამბობს მისი მუსიკის უკან წინასწარი კონცეპტები არ დგას, ის ექსპერიმენტებიდან წარმოიქმნება და ვითარდება. Tobias. თანაავტორია ისეთი პროექტების, როგორიცაა ODD MACHINE (Ricardo Villalobos, Max Loderbauer, Tobias), Atom™ & Tobias, Metazone, Phobia და ა.შ. ასევე სათავეში უდგას ლეიბლს Non Standard Production, რომელიც დაარსების დღიდან ღიაა არასტანდარტული და ექპერიმენტული მუსიკალური პროექტებისთვის. 2014 წლის 31 დეკემბრის დასამახსოვრებელი ლაივ შესრულების შემდეგ, TOBIAS-ი უკვე მეორედ დაუკრავს BASSIANI-ზე. ◣https://soundcloud.com/tobias-freund ◣http://www.residentadvisor.net/dj/tobiasfreund ETAPP KYLE: უკრაინელი DJ და პროდიუსერი, OSTGUT-ის ოჯახის წევრი. მას მუსიკალური წარმატება 2013 წელს, Ben Klock-ის ლეიბლზე (KLOCKWORKS) გამოსულმა EP-იმ მოუტანა, ამის შემდეგ გერმანულ ტექნო სცენაზე ადგილი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა. აღსანიშნავია მისი 2015 წელს Klockworks-ზე გამოსული ოთხ ტრეკიანი EP, ასევე PROLOGUE-ზე გამოსული 2014 წლის კომპილაცია Prologue Portefeuille 3. ETAPP KYLE-ს სეტები გამორჩეულია როგორც მძიმე და დინამიური, ასევე რბილი, მელოდიური ჟღერადობების სინთეზით. ◣https://soundcloud.com/etappkyle ◣http://www.residentadvisor.net/dj/etappkyle ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ I კალათა: 20 ლარი (sold out) II კალათა: 30 ლარი III კალათა: 40 ლარი კარზე: 40 ლარი Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 20 GEL (sold out) II Basket: 30GEL III Basket: 40 GEL Door: 40 GEL გთხოვთ გაითვალისწინოთ კლუბში BASSIANI სასტიკად აკრძალულია: ►ტელეფონის ეკრანის და ფლეშ სანათის გამოყენება. ►ფოტო/ვიდეო გადაღება. ►კლუბის ტერიტორიაზე ხმაური. ►აკრძალულია ონლაინ ბილეთის სხვისთვის გადაცემა. ►ონლაინ ბილეთებთან ერთად უნდა იქონიოთ ID ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფრთხილების გარეშე მოგიწევთ კლუბის დატოვება.
  • Bassiani: Ostgut Ton Nacht with Tobias. & Etapp Kyle - Flyer front